"სარაჯიშვილის" მეტროს ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

"სარაჯიშვილის" მეტროს ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

თბილისში, მეტრო "სარაჯიშვილის" ტერიტორიაზე "BMW X5" ტროტუარზე ორ ქვეითს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეჯახებაში ორი ავტომობილი ფიგურირებს. სხეულის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა, რომელიც ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია