ავარიას თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავარიას თბილისში კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

დღეს დილით მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გურამ ზურაბაშვილია. როგორც "ამბები.გე"-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, გურამი საჭესთან თავად იჯდა და ავარია ორხევში, საკუთარ კორპუსთან შეემთხვა. ცხედარს ამჯერად ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია