სროლა იოსებიძის ქუჩაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

სროლა იოსებიძის ქუჩაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის მანძილზე მუშაობდნენ.

დაჭრილ მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა. "იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადეს საავადმყოფოში.

ხილეთ ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რას ყვება თვითმხილველი იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაზე? - "5-6 ხმა იყო, ფეიერვერკს, რომ ისვრიან ისეთი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია