რა მდგომარეობაშია იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი

რა მდგომარეობაშია იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი

იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადეს საავადმყოფოში.

იხილეთ ექიმის კომენტარის ვიდეო

იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რას ყვება თვითმხილველი იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაზე? - "5-6 ხმა იყო, ფეიერვერკს, რომ ისვრიან ისეთი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია