წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა

წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა

წერეთლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს "თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი გზის სავალ ნაწილზე ფეხით გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარი ავარიის გამო წერეთლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

როგორც "ინტერპრესნიუსსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციითვე, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია