ხანძარი ლოპოტაზე - ცეცხლი ხის კოტეჯს გაუჩნდა

ხანძარი ლოპოტაზე - ცეცხლი ხის კოტეჯს გაუჩნდა

ყვარელში, ლოპოტას ტბასთან ხის კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ხის კოტეჯში ხანძარი 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა იყო გასული. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია