ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე მოკლა

ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე მოკლა

ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე მოკლა. როგორც AMBEBI.GE-ს შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადგზე განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მამაკაცი მეუღლის მკვლელობის შემდეგ თავს დაესხა შუახნის მამაკაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა. მას ჭრილობა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია