ბათუმში ავტომობილს ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა

ბათუმში ავტომობილს ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა

გვიან ღამით, ბათუმში, ძლიერი ქარის გამო, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომობილს ხე დაეცა.

როგორც ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამავე ქუჩაზე, რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა.

ამასთან, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხე ადლიის დასახლებაშიც მოგლიჯა, რამაც გაზის მილი დააზიანა.

მათივე ინფორმაციით, ხე წაიქცა პუშკინის და შაუმიანის ქუჩაზეც, სადაც შესაბამისი სამუშაოები ტარდება.

"შაუმიანისა და პუშკინის ქუჩებზე ქარმა კედარის ხე მოგლიჯა, ხოლო ადლიაში ხის დაცემის შედეგად გაზის მილი დაზიანდა. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ," - განაცხადეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია