ქობულეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, ბათუმში კი ფანჩატური წაიქცა, რომელმაც იქვე მდგომი სამი მანქანა დააზიანა

ქობულეთში ძლიერმა ქარმა კორპუსს სახურავი გადახადა, ბათუმში კი ფანჩატური წაიქცა, რომელმაც იქვე მდგომი სამი მანქანა დააზიანა

ქობულეთში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არსებობს პროექტი და შესაბამისი კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

"თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, სახურავი არასწორად გადაიხურა, რამაც ასეთი შედეგი გამოიწვია. დაშავებულები არ არიან. პროექტი არსებობს და შესაბამისი კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს", - განაცხადა სულხან ევგენიძემ.

ამასთან, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ფანჩატური წაიქცა, რომელმაც იქვე მდგომი სამი მანქანა დააზიანა. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მომხდარის გამო, მანქანის მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ.

ბათუმის მერიის აიპ-ი "ბათუმის კორპუსების" დირექტორის, ზურაბ ნაკაიძის განცხადებით, დაზარალებულებმა დახმარების თაობაზე მერიასთან არსებულ, "მუდმივმოქმედ სტიქიის კომისიას" უნდა მიმართონ, რის შემდგომაც საკითხის შესწავლა მოხდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია