შემზარავი ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია 5 ადამიანი

შემზარავი ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია 5 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი ორსული ქალია.

უცნობია რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. აღნიშნულ ფაქტზე შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

ასევე წაიკითხეთ: რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია