ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი, საავადმყოფოში დაიღუპა

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი, საავადმყოფოში დაიღუპა

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი.

ცნობილი ხდება რომ, ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სასწრაფოს ექიმი, რომელიც ავარიის ადგილას იმყოფებოდა, განმარტავს რომ შემთხვევის ადგილზე 5 გარდაცვლილი დახვდათ:

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

"იყო 5 გარდაცვლილი. გადარჩენილებიდან სამს ესაჭიროებოდა სხვადასხვა დახმარება და ადგილზე გაეწიათ, ორი კი გადაყვანილია ქუთაისის რეგიონალურ საავადმყოფოში მრავლობითი ტრავმებით. კიდევ ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე" - ამბობს სასწრაფოს ექიმი.

სწორედ საავადმყოფოში გადაყვანილი ორი პაციენტიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა კლინიკაში მიყვანის შემდეგ. ამის შესახებ

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განაცხადა:

"შემოიყვანეს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ერთს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმა, ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ორგანოების დაზიანება. მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა ძალიან მძიმე პოლიტრავმა, ორგანოების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მიდის მისი გადარჩენისთვის ბრძოლა" - აღნიშნა საუბრისას გოგინავამ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია