ქუთაისში, სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ, ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის დროს სასწავლო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა, რა დროსაც ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს კომპანია, რომელმაც სკოლის რემონტი 10 თვის წინ ჩაატარა.

"შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ორპირი ქარი იყო და სავარაუდოდ, ამის გამო მოხდა ჭერის ჩამონგრევა. კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოებს უკვე ასრულებენ", - განაცხადა ოცხელის სახელობის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა შოთა გოქაძემ.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია