რუსთავში მეჩვიდმეტე მიკრორაიონში ბუნებრივი აირისა და წყლის მილები შეცდომით დააერთეს. სავარაუდოდ, მოქალაქე გაზის, წყლის გამაცხელებელს ამონტაჟებდა, პროცესში შეცდომა დაუშვა და გაზის მილები წყლისას მიუერთა.
შემთხვევის შედეგად რამოდენიმე მრიცხველში წყალი შევიდა. სადარბაზოს კი ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე "სოკარ ჯორჯია გაზის" ტექნიკური ბრიგადა იმყოფება. მიმდინარეობს დაზიანებული მრიცხველების ჩამოხსნა და გაშრობა.
რუსთავში ბუნებრივი აირისა და წყლის მილების შეცდომით მიერთების ფაქტი ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა.