უბედური შემთხვევა ჩოხატაურის რაიონში - მასწავლებელი, რომელიც მდინარის გადალახვას ცხენით ცდილობდა, დაიღუპა

უბედური შემთხვევა ჩოხატაურის რაიონში - მასწავლებელი, რომელიც მდინარის გადალახვას ცხენით ცდილობდა, დაიღუპა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში უბედური შემთხვევა მოხდა. 50 წლის თემურ მეგრელიშვილი, რომელიც ადიდებული მდინარის გადალახვას ცხენით ცდილობდა, წყალმა გაიტაცა. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს. მისი ცხედარი ახლობლებმა, რომლებიც მეგრელიშვილს ახლდნენ, მალევე იპოვეს.

ახლობლების ინფორმაციით, თემურ მეგრელიშვილი შვილთან და რამდენიმე თანასოფლელთან ერთად ტყეში მცენარე "თავნიორას" საძებნელად იყო წასული. უკან დაბრუნების დროს მდინარის გადმოლახვა ცხენით სცადა, თუმცა, იგი მდინარემ გაიტაცა.

დაღუპულის ცხედარი სახლში რამდენიმე წუთის წინ მიასვენეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია