ელიავას ბაზრობასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ელიავას ბაზრობასთან ავარიას ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.

როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს მაშინ დაეჯახა, როცა ის მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ისინი ამ წუთებში ავტომობილის მძღოლისგან ავარიის შესახებ ინფორმაციას ისმენენ. როგორც ავარიის ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს ტერიტორიაზე შუქნიშნის დამონტაჟების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელთან ერთადაც ქალი გზაზე გადადიოდა, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული.

ფოტო: ნინო ხოზრევანიძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია