მაშველებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან შუახნის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ქალბატონი წყალში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა და დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.