ქუთაისში 4 წლის გოგონა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად გარდაიცვალა - "ბავშვი სახის ქვემოთ მთლიანად დამწვარი იყო..."

ქუთაისში 4 წლის გოგონა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად გარდაიცვალა - "ბავშვი სახის ქვემოთ მთლიანად დამწვარი იყო..."

ქუთაისში ოთხი წლის გოგონა ცხელი კერძის გადასხმის შედეგად გარდაიცვალა. 4 წლის გოგონას ცხელი კერძი საკუთარ სახლში, ერთი თვის წინ გადაესხა. ბავშვი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, თუმცა ძლიერი დამწვრობის შედეგად, გუშინ გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების თქმით, 4 წლის გოგონა თავის უმცროს დასთან ერთად თამაშობდა რა დროსაც მაგიდას დაეჯახა და ქვაბიდან ცხელი საჭმელი გადაესხა.

"ბავშვი სახის ქვემოთ მთლიანად დამწვარი იყო, სავარაუდოდ, ორგანიზმმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ვმკურნალობდით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. ერთი თვის განმავლობაში საავადმყოფოში გვყავდა. ბებიამისმა ვერ გაუძლო ბავშვის სიკვდილს და ის გულის შეტევით გარდაიცვალა", - აცხადებს ოჯახის ახლობელი ჟურნალისტებთან საუბრისას.

იხილეთ ვიდეო: ტრაგედია ქუთაისში - ცხელი საჭმლის გადასხმით დამწვარი 6 წლის გოგონა გარდაიცვალა, ბებიას კი გულის შეტევა დაემართა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია