დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და მიქელაძის ქუჩის კუთხეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და მიქელაძის ქუჩის კუთხეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და მიქელაძის ქუჩის კუთხეში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლი 60 კვადრატული მეტრი ფართის დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 2 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია