რუსთავში კლინიკა "რუსთავში" 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ორმა თანმხლებმა პირმა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანა და დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკველობამდე მიყვანს გულისხმობს.
გამოძიება დაწყებულია და საწყის ეტაპზე მოხდა იმ ორი პირის გამოკითხვა, რომელმაც 45 წლამდე მამაკაცი კლინიკაში მიიყვანა.
მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.