საბერძნეთში გარდაცვლილ დიანა ბერიძეს "ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა"

საბერძნეთში გარდაცვლილ დიანა ბერიძეს "ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა"

საბერძნეთში გარდაცვლილ დიანა ბერიძეს ერთ კვირაში დაკრძალავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ქობულეთელმა მეზობლებმა განუცხადეს.

როგორც ქობულეთში მცხოვრები ჯემალ ლამპარაძე განმარტავს, საბერძნეთში დიანა ბერიძის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მისივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად ქალბატონს ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა.

"ოჯახის წევრებს ვესაუბრეთ და ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვლილის დაკრძალვა ვერ მოხერხდება, რადგან ამ დრომდე მას ექსპერტიზა უტარდება. როგორც გვითხრეს, პირველადი დათვალიერების შედეგად ორგანოების ამოღების კვალი არ ეტყობა. საქმეზე ორი ექთანიც დააკავეს", - აცხადებს ჯემალ ლამპარაძე.

ბერძნული მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 36 წლის ქართველი დიანა ბერიძე სალონიკის გარეუბანში გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორმაციით, ის სავარაუდოდ, მოკლულია. ბერძნული მედიის ინფორმაცით, აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია 38 წლის ბერძენი ექიმი, რომელიც სამართალდამცველებმა ათენში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია