რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

ავტომაგისტრალზე ავარიის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია