ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანებაა

ევაკუაცია მეტრო "წერეთლიდან" - მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანებაა

მეტროსადგურ "წერეთლიდან" მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზი მეტროსადგურში ძლიერი დაკვამლიანება გახდა.

როგორც AMBEBI.GE შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ძლიერი დაკვამლიანების გამო მეტროდან მგზავრები გამოიყვანეს.

ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იხილეთ დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

ტერიტორია საპატრულო ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცავები იქ არავის უშვებენ. ამ დროისთვის მეტროსადგურში დაკვამლიანება აღარაა, ვინაიდან ადგილზე მეხანძრეებმა იმუშავეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ესკალატორის სამართავი პულტის კაბელს გაუჩნდა. მეტროსადგურ "წერეთლის" ტერიტორიაზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან. მეტროსადგური დაკეტილია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია