დიღომში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - არიან დაშავებულები

დიღომში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - არიან დაშავებულები

დიღმის მასივში, რესტორან "ფაეტონთან" ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. "ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაგვყავს", - აღნიშნეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია.

იხილეთ ფოტომასალა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია