კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:18 / 11-05-2017
რა თქვა დაკითხვაზე საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა
საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. აღნიშნული დეტალები მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკითხვის დროს გაჟღერდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას წერს საიტი georgians.gr, რომელიც საბერძნეთის ემიგრანტებზე ავრცელებს ინფორმაციებს.

საიტის ინფორმაციით, სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 38 წლის ანგიოქირურგს, რომელსაც ბრალად ედება 36 წლის ქართველი ქალის მკვლელობა, პატიმრობა მიესაჯა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დაკითხვის დროს, ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და 3 შვილის დედის რეალურმა მკვლელმა ის ხაფანგში გააბა.

ამასთან, 38 წლის ექიმმა აღიარა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში ფეისბუქით დაუმეგობრდა დიანა მაცაციდუს (ბერიძეს), თუმცა მათ შორის მიმოწერა თებერვლის თვიდან დაიწყო. ექიმმა კატეგორიულად უარყო, რომ მოკლულთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და აღნიშნა რომ მათი ურთიერთობა წმინდა მეგობრული ხასიათისა იყო. მისივე თქმით, პირველ კონსულტაციაზე გარდაცვლილი, მეუღლესთან ერთად იყო მისული.

georgians.gr-ის ინფორმაციით, გამოძიებლის კითხვებზე მან ასეთი პასუხები გასცა:

რანდევუს (შეთანხმებული ვიზიტის) თაობაზე განაცხადა, რომ, ის ნამდვილად იყო დანიშნული 26 აპრილს, თრომბოფლებიტის პროფილაქტიკური ოპერაციის მიზნით, მაგრამ ბოლო მომენტში პაციენტმა გააფრთხილა, რომ რანდევუზე ვერ მოახერხებდა მისვლას. სწორედ ამაზე ამყარებს საკუთარ ალიბს ანგიოქირურგი და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული სატელეფონო საუბრისას, ქალს აღელვებული ხმა ჰქონდა და შესაძლოა, უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ. ასევე, განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ გაფრთხილებული იყო განყოფილების გამგეც.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაადგილდა მკვლელობის საღამოს მისი მანქანა საეჭვოდ, განაცხადა რომ, საავადმყოფოს შემოსასვლელთან ახლოს ავტომანქანა გადმოაყენა, რათა უფრო იოლად გადაეტან-გადმოეტანა გასარეცხი ტანსაცმელი, ლეპტოპი და საჭმელი, ცელოფნის პარკით. გამომძიებლის შეკითხვაზე, თუ რატომ გარეცხა ქალის გაუჩინარების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში მანქანა ორჯერ, განაცხადა, რომ "სისუფთავის მანიაკია" და ხშირად აკეთებს ამას.

იხილეთ ვიდეო: რა ჩვენება მისცა საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ექიმმა, რომელსაც თითქმის მთელი დღე კითხავდნენ - საქმის ახალი დეტალები

გამომძიებლის კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა მკვლელობის ღამეს, მორიგეობის დროს, საავადმყოფოდან 115 კმ-ის დაშორებით, სადაც ტყის ხევში იპოვეს მიცვალებულის ნეშტი, განაცხადა, რომ ხშირად აკეთებს ამას: "რათა გაექცეს ქალაქის ხმაურს და დაასვენოს გონება".

ბოლოს, ბრალდებულმა დაამატა, რომ ვიღაცამ, ვინც ეჭვისა და შურის თვალით შეხედა და სხვანაირად გაიგო მისი ინტერესი ქალისადმი, ხაფანგში გააბა ის, თუმცა, კონკრეტული პიროვნების სახელი არ მიუთითებია.

იხილეთ წყარო

იხილეთ ვიდეო: "შოკურ მდგომარეობაში არიან, უმცროსი გოგონა ატირდა" - ახლობელი საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის შვილებზე
23:14 / 19-05-2017
Anna
0
ვფიქრობ გაიძვერა ექიმი დაპირდა ფასდაკლებით ოპერაციის გაკეთებას.მიიტყუა,გაუკეთა გაუტკივარება და შემოაკვდა,ან ორგანოებით ვაჭრობა!
13:59 / 15-05-2017
SeSlili sazogadoebaaaaa
0
რა ჟანდაბა გინდათ ქალებო ამ ფეისბუქით მეგობრობა რა უბედურებაა ისე ექიმი ვერ იპოვა. იდიოტობებს აკეთებენ და ასე ხვდებიან ასეთ ხალხის ხელში დასერიოზულდით დაოკდით რომ ათას მანიაკს არ გადაეყაროთ ისედაც შერყეულია ეს ხალხი ხომ ხედავთ.
მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია, თუმცა ფსიქიკური პრობლემები აქვს
ინკუბაციურ პერიოდს 15-30 დღის განმავლობაში გადის, მერე კი უცბად ვლინდება მწვავე კლინიკური სურათი
მკვლელობის ფაქტზე 44 წლის მესუთ ოზკანი დააკავეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა
თიანეთში, არასრულწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს
მკვლელობა მთაწმინდაზე, ვილნიუსის სკვერში გუშინ მოხდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:01 / 19-09-2017  Image გლდანის ერთ-ერთ კორპუსში და-ძმის ცხედრები იპოვნეს
და-ძმის გარდაცვალიების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვა იყოს
17:21 / 19-09-2017  Image "ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა
"ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვსო"
21:09 / 19-09-2017  Image რომელია სახის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი - რა შედეგი აჩვენა ექსპერიმენტმა
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20 წლის ზემოთ 32 ქალმა და ამდენივე მამაკაცმა
11:01 / 18-09-2017  Image 10 რამ, რაც KFC-ის შესახებ უნდა იცოდეთ
კენტუკის შემწვარი ქათმის შესახებ თუ გსმენიათ რამე?
14:42 / 19-09-2017  Image "ჭრელაშვილები ვართ და გვინდოდა, ჭრელები ვყოფილიყავით" - ქართველი დედის და ტყუპების სამოსმა ბაღის პირველ დღეს ყველას ყურადღება მიიქცია
"11 წელი არ გვყავდა შვილი და სასწაულით მოევლინა ეს ტყუპი..."
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49