ავარია ავტობანზე - ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა

ავარია ავტობანზე - ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა

თერჯოლის მახლობლად ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე საპატრული პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ავტობანის ის მონაკვეთია, სადაც ავარიები ხშირად ხდება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია