ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ღამის კლუბში დაჭრეს. Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქართველი მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად ე.წ. "არამიანცის" საავადმყოფოში მკურნალობს.

არსებული ინფორმაციით, ორი დღის წინ თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში დათუნაშვილს უცნობ პირებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი 7 მაისს გახდა. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა (80) ფინალში რაძიკ კულიევს ანგარიშით 4:2 მოუგო. აღსანიშნავია, რომ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. წინა წელს მან 75 კგ-ში იმარჯვა, წელს კი - 80 კგ-ში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თელავში 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილს ეძებენ - რას ყვება დაკარგულის ძმა

ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს