ტექნიკური ზეთით დატვირთული მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა

ტექნიკური ზეთით დატვირთული მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი, რომელსაც ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა, ბორდიურს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

ავარიის შედეგად ავტომანქანის საბარგულიდან ტექნიკური ზეთის ბიდონები გადმოცვივდა და დაიღვარა. მძღოლი არ დაშავებულა. დასვრილი გზის დასასუფთავებლად დასუფთავების სამსახური გამოიძახეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი გზის სავალი ნაწილიდან მექანიკური დაზიანების გამო გადავიდა და მომხდარზე საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გააფორმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია