გლდანში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გლდანში ავტომანქანა ავტობუსის გაჩერებას დაეჯახა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

დღეს დილით ავარია მოხდა გლდანში - ქერჩის ქუჩაზე "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანა გაჩერებას დაეჯახა. შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველის გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ შეჯახების შედეგად დაზიანდა გაჩერებასთან მდგარი განათების ბოძი, დაზიანებულია "ბე-ემ-ვე". მძღოლს დაზიანებები არ აღენიშნება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მომხდარზე რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოხდება.

ფოტოები: მარი გოგუაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია