რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ნაცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჭრილობა მუცლის არეში დანით მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია