ძლიერი სეტყვა გორის სოფლებში - ნათესების დიდი ნაწილი განადგურებულია

ძლიერი სეტყვა გორის სოფლებში - ნათესების დიდი ნაწილი განადგურებულია

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა. მარცვლეულის ნათესები და ბოსტნეული კულტურების დიდი ნაწილი განადგურებულია.

"ფაქტობრივად, აღარც ხილი გვაქვს და აღარც ბოსტნეული. მოსავლის 80% განადგურებულია. ჯერ გაზაფხულის ყინვებმა გაანადგურა კურკოვანი ხილი, ახლა კი სეტყვაც დაემატა და მთლიანად განადგურდა პომიდვრისა თუ კომბოსტოს ნარგავები. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ გვქონდა. ხალხს იმდენად უჭირს, რომ დაზღვევისთვის საჭირო თანხაც არ გააჩნია", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოფელ ვარიანში მცხოვრებმა ნიკოლოზ კერესელიძემ.

შიდა ქართლის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა წვიმს.

იხილეთ ვიდეო: 20 წუთიანი სეტყვა გორში - კადრები და ადგილობრივების კომენტარები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია