24 წლის ქართველი მორაგბე, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა

24 წლის ქართველი მორაგბე, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, გუჯა სურგულაძე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ 21 მაისს მოხდა. სურგულაძე სარაგბო კლუბ "ლელო სარასენსის" მორაგბე იყო. ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. მორაგბის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

"ტრაგედია!

სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა ლელო სარასენსის და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე!

საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თნავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს..." - ვკითხულობთ Georgian Rugby-ის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია