ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, რუსთავის კლინიკაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, რუსთავის კლინიკაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დღეს დილით, კლინიკა "რუსთავში" მშობლებმა ჩვილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების ინფორმაციით, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალშობილი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა კლინიკაში, თუმცა ისიც მიყვანამდე გარდაიცვალა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორც AMBEBI.GE კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა ნინო ფილფანმა განუცხადა, 30 აპრილს დაბადებული ჩვილი რუსთავიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, მეორე ჩვილი, 21 აპრილს დაბადებული ასევე გოგონა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანიდან ოჯახის წევრებმა მიიყვანეს და ისიც უკვე გარდაცვილი იყო. ნინო ფილფანის განცხადებით, შემთხვევის შესახებ კლინიკამ საპატრულო პოლიციას აცნობა, სიკვდილის მიზეზებს კი ექსპერტიზა დაადგენს.

კლინიკა "რუსთავში" ამჟამად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: 2 გარდაცვლილი ჩვილი - რა გახდა ბავშვების დაღუპვის მიზეზი რუსთავში?

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია