ხელვაჩაურში ე.წ "ოცნების ქალაქში" სამი ხის ფიცრული დაიწვა

ხელვაჩაურში ე.წ "ოცნების ქალაქში" სამი ხის ფიცრული დაიწვა

ხელვაჩაურში, ე.წ "ოცნების ქალაქში" დაახლოებით სამი ხის ფიცრული დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, ფიცრულში მცხოვრებლები ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია