ლანჩხუთის რაიონში სატვირთო მატარებელი მამამაკაცს დაეჯახა - იგი ადგილზე გარდაიცვალა

ლანჩხუთის რაიონში სატვირთო მატარებელი მამამაკაცს დაეჯახა - იგი ადგილზე გარდაიცვალა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანთან სატვირთო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას სატვირთო მატარებელი დაეჯახა.

მომხდარი ფაქტის გამო რკინიგზის სუფსის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი რამდენიმე წუთით შეაყოვნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია