ერთ ღამეში 3 ავარია და 4 დაღუპული - გარდაცვლილებს შორის ორსული ქალია

 ერთ ღამეში 3 ავარია და 4 დაღუპული - გარდაცვლილებს შორის ორსული ქალია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე გუშინ საღამოს მომხდარი სამი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

უფრო კონკრეტულად, იგოეთთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელია, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარიის შედეგად მძღოლის მეუღლე, 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, გორთან მომხდარ კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ზერტში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ასევე, გორი-ხაშურის მონაკვეთზე "მერსედესის" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. საჭესთან მჯდომი ახალგაზრდა ქალი და 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია