ქედაში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

ქედაში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

ქედაში, სოფელ პირველ მაისთან ცენტრალური საავტომობილო გზიდან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია