"სეტყვა 20 წუთი გრძელდებოდა, მოსავალი განადგურებულია" - უამინდობამ დმანისის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

"სეტყვა 20 წუთი გრძელდებოდა, მოსავალი განადგურებულია" - უამინდობამ დმანისის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა

დმანისის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ბარბაქაძემ განაცხადა, ძლიერი წვიმა და სეტყვა წუხელ გვიან ღამით მოვიდა და დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

"სეტყვის შედეგად ქალაქ დმანისის ნაწილი და სოფლები - განთიადი, ჯავახი, დალარი, კიზილკილისა და კაკლიანი დაზარალდა. სეტყვა 20 წუთი გრძელდებოდა, მოსავალი განადგურებულია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მუდმივმოქმედი კომისია ადგილზეა დილიდან გასული და მიმდინარეობს ზარალის ოდენობის შესწავლა. თუ ზარალი დიდი არ იქნება, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ავანაზღაურებთ, თუ მასშტაბურია ზარალი, მაშინ ჩავრთავთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გოგა ბარბაქაძემ.

თამთა ყუბანეიშვილის ფოტოები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია