რა ვითარებაა თბილისის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შემდეგ

რა ვითარებაა თბილისის საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შემდეგ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფების წყლით დატბორვის შესახებ ოთხი შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებები გლდანსა და წერეთლის გამზირიდან დაფიქსირდა.

"გამოძახებების დროს მოსახლეობა აცხადებდა, რომ სარდაფებსა და სადარბაზოებში შევიდა წყალი. ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და გამოძახებების გადამოწმება მიმდინარეობს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზებზე წყლის ნიაღვრები წარმოიშვა, თუმცა წყლის დონე თანდათან კლებულობს.

იხილეთ ვიდეო: წყალში მოცურავე მანქანები - რა ხდებოდა ახმეტელის მეტროსთან ძლიერი სეტყვის დროს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია