კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:35 / 10-06-2017
კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები - დრამატული ფოტოკადრები თბილისის ქუჩებიდან
სოციალურ ქსელებში დღეს თბილისში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის ამსახველი დრამატული ფოტოები ვრცელდება.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფების წყლით დატბორვის შესახებ ოთხი შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებები გლდანსა და წერეთლის გამზირიდან დაფიქსირდა.

"გამოძახებების დროს მოსახლეობა აცხადებდა, რომ სარდაფებსა და სადარბაზოებში შევიდა წყალი. ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და გამოძახებების გადამოწმება მიმდინარეობს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზებზე წყლის ნიაღვრები წარმოიშვა, თუმცა წყლის
დონე თანდათან კლებულობს.

ამასთან, კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზაფხულის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სამხედო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიდან "დელტა" აცნობეს.

ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემამ 500-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, განეიტრალდა რამდენიმე ათასი კმ2 ღრუბელი. პარალელურად მიმდინარეობს დაცლილი დანადგარების ახალი რაკეტებით დატენვა.

რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 10-12 ივნისს საქართველოში კვლავ ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

ხილეთ ვიდეო: კადრები უკომენტაროდ: დასეტყვილი მანქანები თბილისში




















იხილეთ ვიდეო: წყალში მოცურავე მანქანები - რა ხდებოდა ახმეტელის მეტროსთან ძლიერი სეტყვის დროს
11:12 / 12-06-2017
დემე
3
სახელმწიფოს სულ კიდია ერთ ადგილას ხალხიც, ზარალიც საქართველოც
15:33 / 11-06-2017
ssd
0
დედა მოუვა, ამ რაკეტებით ღრუბელი უნდა გაფანტოთ , ქალაქში კი არ უნდა გადმოდენოთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:51 / 22-10-2017  Image თიანეთში, თამაზ მეჭიაურმა "ქართული ოცნების" კანდიდატთან 4 ხმით წააგო
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20–ვე დათვლილია
12:22 / 22-10-2017  Image რომელ ოლქებში დაინიშნება არჩევნების მეორე ტური
მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია
09:11 / 22-10-2017  Image აფხაზეთში, სავარაუდოდ, რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს - "ჩემს შვილს სხვანაირი ფეხსაცმელი ეცვა, ცხედარს სხვა აცვია"
ბოლო წლებში, აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქებიდან რამდენიმე გოგონა დაიკარგა
10:16 / 22-10-2017  Image კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)
"კახა ისე იცვამს, როგორც ნამდვილი ევროპელი მამაკაცი"
12:50 / 30-09-2017  Image ვარსკვლავები, რომლებმაც დიეტა დაივიწყეს
ერთ დროს გამხდარი გოგონას ცნობა ახლა გაგიჭირდებათ
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49