კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები - დრამატული ფოტოკადრები თბილისის ქუჩებიდან

კაკლისოდენა სეტყვა, დაზიანებული ავტომობილები და დატბორილი ქუჩები - დრამატული ფოტოკადრები თბილისის ქუჩებიდან

სოციალურ ქსელებში დღეს თბილისში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის ამსახველი დრამატული ფოტოები ვრცელდება.

შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფების წყლით დატბორვის შესახებ ოთხი შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებები გლდანსა და წერეთლის გამზირიდან დაფიქსირდა.

"გამოძახებების დროს მოსახლეობა აცხადებდა, რომ სარდაფებსა და სადარბაზოებში შევიდა წყალი. ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და გამოძახებების გადამოწმება მიმდინარეობს", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზებზე წყლის ნიაღვრები წარმოიშვა, თუმცა წყლის დონე თანდათან კლებულობს.

ამასთან, კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზაფხულის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სამხედო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიდან "დელტა" აცნობეს.

ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემამ 500-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, განეიტრალდა რამდენიმე ათასი კმ2 ღრუბელი. პარალელურად მიმდინარეობს დაცლილი დანადგარების ახალი რაკეტებით დატენვა.

რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, 10-12 ივნისს საქართველოში კვლავ ცვალებადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

იხილეთ ვიდეო: კადრები უკომენტაროდ: დასეტყვილი მანქანები თბილისში

იხილეთ ვიდეო: წყალში მოცურავე მანქანები - რა ხდებოდა ახმეტელის მეტროსთან ძლიერი სეტყვის დროს

თბილისში ყვავი 5 ადამიანს დაესხა თავს

თბილისში არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი ქუჩაში დატოვა

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა - მძღოლი ადგილიდან მიიმალა