დღის ფოტო: თუშეთი დღევანდელი ძლიერი სეტყვის შემდეგ

დღის ფოტო: თუშეთი დღევანდელი ძლიერი სეტყვის შემდეგ

ფეისბუქზე ვრცელდება ფოტო, რომელზე დასეტყვილი თუშეთია ასახული. ფოტო რამდენიმე საათის წინაა გადაღებული და მას ინტერნეტმომხმარებელი ვასო გაბუნია ავრცელებს.

"დღევანდელი სეტყვა თუშეთში - როგორც ელდარ ბუკვაიძე წერს, "აღაც გზა, აღარც მოსავალი"... საქართველოს მთავრობას არ სცალია - ჯერ რეპერებია გასაუვნებელყოფელი..." - წერს ფოტოს ავტორი.

დღეს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.

ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო თბილისშიც. სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება.

კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი

ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში 61 წლის მალხაზ ჯაფარიძეს მესამე დღეა ეძებენ

თემქაზე ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

ტყიბულში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა