სოფელ ორთაშენში დასუფთავების სამსახურის ავტომობილი მატარებელს შეეჯახა

სოფელ ორთაშენში დასუფთავების სამსახურის ავტომობილი მატარებელს შეეჯახა

სოფელ ორთაშენში, გორთან ახლოს მატარებელს დასუფთავების სამსახურის ავტომობილი შეეჯახა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რკინიგზის დეპარტამენტში განუცხადეს, ავარიის შედეგად მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან. მათივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ავარია მოხდა გადასახვევზე და არა ცენტრალურ მაგისტრალზე, სარკინიგზო ხაზზე მოძრაობა არ შეწყვეტილა.

"მემანქანე და მგზავრები არ დაშავებულან. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს ავტომობილის მძღოლიც. მანქანა დაეჯახა. ვერ შეძლო ავტომობილის გაჩერება. ეს იყო ნიქოზის საგარეუბნო მატარებელი. ავარია მოხდა გადასახვევზე და არა მთავარ მაგისტრალზე, შესაბამისად, რკინიგზის მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს", - განუცხადა "ინტერპრენიუსსს" რკინიგზის დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია