ავარია გლდანში - დაშავებულია 2 ადამიანი, დამტვრეულია 5 ავტომობილი

ავარია გლდანში - დაშავებულია 2 ადამიანი, დამტვრეულია 5 ავტომობილი

თბილისში, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. დაზიანდა ხუთი ავტომობილი.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.ა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია