იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ. როსტომაშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

სამინისტროში ამ დროისთვის შემთხვევის დეტალებს სწავლობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს.

როსტომაშვილს ინგოროყვას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახი ინფორმაციის მედიისთვის გაცემის წინააღმდეგია.

ცოტა ხნის წინ კლინიკაში როსტომაშვილის ახლობლები და მეგობრები მივიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა განუცხადა, დავით როსტომაშვილი თავს კარგად გრძნობს.

"მითხრეს, რომ კარგად არის, ნახეს. კონტაქტურია. სხვა არაფერი ვიცი", - აღნიშნა ბერულაშვილმა.

მუსიკოს გია ბაღაშვილის თქმით კი, როსტომაშვილს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. "ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. 5 წუთია, რაც გავიგე. მითხრეს, რომ თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი", - აღნიშნა ბაღაშვილმა.

ფოტოს შემთხვევის ადგილიდან "ჯორჯიან თაიმსი" ავრცელებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია