რუსთავის კლინიკაში 28 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა

რუსთავის კლინიკაში 28 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, კლინიკა "რუსთავში" მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთნიისას მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე კლინიკა "რუსთავის" სამშობიარო განყოფილების მედპერსონალი დაკითხვაზე იმყოფება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია