კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:19 / 19-06-2017
მგზავრების ინფორმაციით, სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა
სტამბოლი-თბილისის რეისი დაგვიანებით შესრულდა. როგორც მგზავრების ნაწილი აცხადებს, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა.

"შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. აღმოჩნდა, რომ მეხი დაეცა ჩვენს თვითმფრინავს. დაშავებულები არ არიან", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ერთ-ერთმა მგზავრმა ნუცა ფარღალავამ.

კიდევ ერთი მგზავრის, გადაცემა "ექიმების" წამყვანის დავით ლოლაძის თქმით, "აფრენიდან 15 წუთში წრედი შეიკრა, გაჩნდა მეხი და დაარტყა თვითმფრინავს. ამის მერე იყო მართვის პრობლემები. შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში", - აღნიშნა ლოლაძემ.
შემთხვევის შესახებ ფეისბუქის პირად
გვერდზე დაწერა "ექიმების" წამყვანმა კოტე მათითაშვილმაც: "მოკლედ, მეხმა გლიჯა ჩვენს თვითმრინავს (კი დავინახე კაი ძლიერი ელვა ფრთასთან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი) ასე გვითხრეს, გადავრჩით! აფრენიდან 40 წთ-ში დავჯექით ისევ ათათურქში.... ახლა კარგად ვართ, პილოტი ძლიერი, მადლობა მას!!!!!!!! ველოდებით შემდეგ აფრენას, შოკია!!! 80% იყო შანსი, ასე ამბობენ... მფრინავის ხმა საუბრისას... ვაააა კინოა რა!" - წერს მათითაშვილი.

ავიაკომპანია "ატლას გლობალის" ინფორმაციით, მოგვიანებით თბილისის მიმართულებით რეისი შესრულდა.

"სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას, უამინდობის გამო თვითმფრინავს სტამბოლში დაბრუნება მოუწია, თუმცა რეისი მოგვიანებით შესრულდა", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს ავიაკომპანიაში.
18:46 / 19-06-2017
tngh
0
ყველას ვულოცავ მშვიდობით დაბრუნებას!!!
17:14 / 19-06-2017
კეთილი სამარიტელი
0
ყველა თვითმფრინავს აქვს მეხამრიდი, ასე, რომ მეხი ვერანაირად ვერ დაეცემოდა, თვითმფრინავს რომ მეხი ეცემოდეს, მაშინ ფრენა მხოლოდ მოწმენდილ ცაზე იქნებოდა შესაძლებელი.
მსგავსი სიახლეები
მიწაზე დანარცხებულ ალმოდებულ თვითმფრინავში, ბორტზე მყოფი ოთხმოცდაერთივე ადამიანი დაიღუპა
+VIDEO: ძლიერმა ქარმა ხე რუსთაველის ქუჩაზე წააქცია
ოჯახის წევრები მეხის ჩამოვარდნის დროს საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდნენ
შიდა ქართლში, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს
ერთ მათგანს კიდურების პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს
ლალი მოროშკინა 17 წლიდან საჭეს უზის. პირველი მანქანა ''07'' მშობლებმა უყიდეს
შემთხვევა მინდორში იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი საქონელს მწყემსავდა
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ქრისტეს ქანდაკება 1922-1931 წლებში აიგო (ვიდეო)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:40 / 26-09-2017  Image ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განცხადება, რომელზეც დატანილია მცდარი ინფორმაცია
16:41 / 26-09-2017  Image "მითხრეს სანამ მონასტერს არ ააშენებ, მანამდე არ მოხვიდეო, ანუ ჯერ არ მოვკვდები..." - რას ყვება ანთიმოზ ბიჩინაშვილი კომიდან გამოსვლის შემდეგ
"როცა კომაში ვიყავი, თქვენ არ იცით, იქ რა საოცრებები ვნახე..."
22:00 / 26-09-2017  Image Lingwing.com - ახალი ქართული პლატფორმა, რომელიც უცხო ენების შესწავლას საოცრად გაგიმარტივებთ

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თავბრუდამხვევმა სისწრაფემ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო შეცვალა

16:38 / 25-09-2017  Image ვისზე იყო დაქორწინებული 40-იანი წლების თბილისის ყველაზე ლამაზი ქალი, ბუბუსია თვალავაძე
როგორც გიზო ნიშნიანიძე თავის მოგონებებში იხსენებს, ბუბუსიას თბილისში "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ
15:59 / 26-09-2017  Image 6 კითხვა, რომელსაც ქრისტე მეორედ მოსვლისას ყოველ ადამიანს დაუსვამს
როცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანი, განვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49