კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:47 / 19-06-2017
რუსეთში, 6 წლის ბავშვი, რომელიც მანქანამ გაიტანა, ექსპერტიზამ მთვრალად ცნო
რუსეთში, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟელეზნადაროჟნიში მიმდინარე წლის 23 აპრილს ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, 6 წლის ბიჭუნას სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანქანას მართავდა 31 წლის ოლგა ალისოვა, რომელიც ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის ცოლია. ქალი მოძრაობდა 50 კმ/სთ სიჩქარით და თან მობილურზე საუბრობდა (იხილეთ ვიდეო)

მსხვერპლი ექვსი წლის ბიჭუნა - ალექსეი შიმკოა, რომელსაც მძღოლმა დაარტყა და ათეულობით მეტრი ათრია. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულის თქმით, "ბავშვი თავად ჩაუვარდა მანქანას ბორბლებში". ავარიის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომელმაც შოკისმომგვრელი შედეგი აჩვენა - თითქოს, 6 წლის ბიჭუნა ძლიერ მთვრალი იყო (მის სისხლში როგორღაც აღმოჩნდა 2,7 პრომილე ალკოჰოლი, რაც ერთ ბოთლ არაყს უდრის) და როგორც გამომძიებლებმა "დაადგინეს", ის თავად ჩაუვარდა მანქანას.

ბავშვის მშობლებმა დასკვნის შემდეგ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზა მოითხოვეს. "დასკვნაში წერია, რომ ჩემ შვილს ერთი ბოთლი არაყი ქონდა დალეული და ასეთ მდგომარეობაში სიარულის თავი ქონდა და თან თავად შეუვარდა მანქანას ბორბლებში. ეს უსინდისობის ყოველგვარ საზღვარს ცილდება", - ამბობს ბიჭუნას
მამა რომან შიმკო.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან გაქრა ქუჩის კამერების ჩანაწერები, განადგურებულია რიგი სამხილები და არ ჩატარებულა საკვანძო ექსპერტიზები. ამასთან, შემთხვევის თვითმხილველებს წნეხში ამყოფებდნენ და გამოძიება დიდი ხნის მანძილზე არ იწყებოდა.

ეჭვმიტანილი ოლგა ალისოვა მომხდარზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. ცნობილია, რომ ის პოდმოსკოვიეში კავშირგაბმულობის ქსელში მუშაობს, მისი მეუღლე კი ორგანიზებული დამნაშვეთა ჯგუფის წევრია, რომლის ანგარიშზეც მკვლელობები, ხალხის გატაცება, გამოძალვა, ქურდობები და გაუპატიურებაა.
17:31 / 19-06-2017
ნუთუ შეარჩენთ 6 წლის ბავშვის მშობლებო!! იმედია არა
0
მისი მეუღლე კი ორგანიზებული დამნაშვეთა ჯგუფის წევრია, რომლის ანგარიშზეც მკვლელობები, ხალხის გატაცება, გამოძალვა, ქურდობები და გაუპატიურებაა.-----------რა მაგარი სტატუსი ჰქონია მეუღეს აჰაა არ დაადებინა ექსპერტიზას დასკვნაააა.
17:22 / 19-06-2017
Danarcxebuli-ს
2
გეტყობა რომ ძალიან მაგარი პუტინოიდი გონება დანარცხებული ხარ.
მსგავსი სიახლეები
კიევი ჩრდილო კორეასთან ყოველგვარ თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს
"ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ, სომხეთი დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანად არ აღიქმება..."
"შოთა ლაშაური ჩემი უბნელი იყო, მაგრამ ისეთი წესიერი ადამიანი გახლდათ, უბანში არასოდეს მინახავს"
რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ნაცადი ხერხით, აფხაზეთის ტერიტორიის გაფართოებაც დაიწყო
კვადროციკლი ამობრუნდა, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა
"დათხოვნაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები არასამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენჟ
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ლაკოს და რეზიკო მანჯგალაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც პატარებმა იკა დაარქვეს
რუსეთი მედიატორი თუ ჩრდილოეთ კორეის მხარდამჭერი?..
ინციდენტის ადგილზე მაშველები და ექიმები არიან მობილიზებულნი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:22 / 18-08-2017  Image Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
21:27 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
"გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის"
20:07 / 18-08-2017  Image "ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
19:08 / 18-08-2017  Image ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება
18:22 / 18-08-2017  Image მუხის კასრი თუ უჟანგავი ფოლადის საღვინე ჭურჭელი? - ორივეს უპირატესობები
ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49