ჯავახიშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

ჯავახიშვილის ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა

ჯავახიშვილის ქუჩის #9-ში, მშენებარე ობიექტიდან მამაკაცი გადმოვარდა. შუახნის მამაკაცი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანა. ის უგონო მდგომარეობაში იყო.

ცენტრში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია