შემთხვევა ბათუმში: 60 წლამდე მამაკაცი სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

შემთხვევა ბათუმში: 60 წლამდე მამაკაცი სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ვარდების სკვერში, 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

თვითმხილველებისა და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლების თმით, მამაკაცს ხშირად ხედავდნენ, თუმცა მას არ იცნობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. მუშაობდნენ ექსპერტ - კრიმინალისტებიც. მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია