თელეთის გზაზე ავარიის შედეგად ავტობუსი ამობრუნდა, არიან დაშავებულები

თელეთის გზაზე ავარიის შედეგად ავტობუსი ამობრუნდა, არიან დაშავებულები

მარნეულის ავტომაგისტრალის თელეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. მგზავრების ამოყვანა ავტობუსის სავენტილაციო ლუქებიდან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. არიან დაშავებულები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სომხური სანომრე ნიშნებიანი ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და შემდეგ ამოტრიალდა. არიან დაშავებულები, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია